Surprise Me!

სკოლა-ინტერნატში დარჩენილი 3 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილებას ითხოვს.

2015-04-27 0 0 49 YouTube

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლების პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობს. 4 ათასი სააპლიკაციო შევსებული ფორმიდან მხოლოდ 320 ოჯახი დაკმაყოფილდა.ინგირის სკოლა-ინტერნატის ავარიულ შენობაში სულ 23 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან ახალ ბინებში 3 ოჯახის გარდა ყველა გადაიყვანეს.დარჩენილები ამბობენ, რომ ოკუპირებულიტერიტორიებიდანიძულებითგადაადგილებულპირთაგანსახლებისადალტოლვილთამინისტრმა სოზარ სუბარმა მათ პირობა მისცა რომ ავარიული შენობიდან უკლებლივ ყველა გადავიდოდა, თუმცა დანაპირები ამ დრომდე არ შესრულებულა.აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლთოლვილთა სამმართველოს უფროსი დავით ნარსია ადგილზე არ იმყოფება, „ოდიშმა“ მასთან სატელეფონო კომენტარი ჩაწერა, ნარსია ამბობს, რომ ამ დევნილების საკითხს სპეციალური კომისია სწავლობს და მათი პრობლემები აუცილებლად მოგვარდება.იგივე პრობლემას უჩივიან ფაიფურის ე. წ. კარავში მცხოვრები დევნილებიც, როგორც ისინი ამბობენ, აქაც რამდენიმე ოჯახი დატოვეს. მორგოშიების ოჯახს ბინის ორდერიც გადასცეს, რის საფუძველზე მოხუცი ცოლ-ქმარი ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა ბინის გასაღები ამ დრომდე არ მიუღიათ.დავით ნარსია ამბობს, რომ ფაიფურის შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა, რადგან შემოწმების შედეგად დადგინდა რომ დევნილები აქ მანამდე არ ცხოვრობდნენ და მხოლოდ ახლა შესახლდნენ. დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას მიღებული ფართის ოდენობის გამო გამოთქვამს. კორპუსებში ბინების გამოყოფას ითხოვენ სხვა ადგილას კომპაქტურად ჩასახლებული და ქირით მცხოვრები დევნილებიც.